ეკონომიკამთავარი

ჰაკობ არშაკიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის დელეგაცია

სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი სილვი ბოსუთღო და ,,ვაჭრობის ხელშეწყობისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის“ პროგრამის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები. ამის შესახებ იტყობინება სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ  შესაბამისი ნაბიჯები ხორციელდება ვაჭრობის ხელშეწყობისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის პროგრამის გასაუმჯობესებლად.

ჰაკობ არშაკიანმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს დეტალურად წარუდგინა სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ტექნოლოგიების სექტორის განვითარებაზე.

საუბარი შეეხო ასევე ბანკთან სახელმწიფო-კერძო სექტორის ფორმატში პარტნიორობას TPQI –ის ფარგლებში ხუთ ტექნოლოგიურ  პროექტში.

ამ პროექტებიდან პირველია „საინჟინრო ქალაქის“ მშენებლობა, რომლის დაფინანსებაც დაახლოებით 10 მილიარდი დრამია. მეორეა ეროვნული ვენჩურული ფონდის შექმნა – დაახლოებით 5 მილიარდი დრამი. შემდეგია სუპერ კომპიუტერული ცენტრის საინვესტიციო პროგრამა, რომლის დაფინანსებაც დაახლოებით 4 მილიარდია. მეოთხეა კიბერუსაფრთხოების ცენტრის შექმნა, რომლის ინვესტიციაა 2.5 მილიარდი დრამი, და გიუმრის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის განახლების პროგრამა 2.5 მილიარდი დრამი ღირებულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close