ეკონომიკა

მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია „იმუშავე სომხეთო“

მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია „იმუშავე, სომხეთო“, მისი მოქმედების ფარგლები და ფინანსური შეფასება.

,,არმენპრეს“-ის უწყებით, ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარების, დასაქმების ხელშეწყობის და ინსტიტუციონალური რეფორმების მეშვეობით ადამიანის ცხოვრების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფას მუშაობის  და პროფესიონალური თვითრეალიზაციის მეშვეობით.

”სტრატეგიით გათვალისწინებულია დამსაქმებელთა ეფექტური მონაწილეობა პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროცესებში, კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და რეალიზაციის შესაძლებლობების გაფართოება, დასაქმების ეფექტური და მიზნობრივი  პროგრამების შემუშავება”, – აღნიშნა ვიცე პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button