პოლიტიკა

გვატემალის რესპუბლიკის კონგრესის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეწვია სომხეთის გენოციდის მემორიალს

გვატემალის რესპუბლიკის კონგრესის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფელიპე ალეხოს ლორენზანა და კონგრესმენი, თავმჯდომარეობის მდივანი, ხუან რამონ ლაუ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ლენა ნაზარიანის მეგზურობით, ეწვივნენ სომხეთის გენოციდის მემორიალს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი.

კონგრესმენებმა ყვავილები დააწყეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მარადიულ ცეცხლთან, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს წმიდა მოწამეების ხსოვნას.

გვატემალის დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სომეხთა გენოციდის მუზეუმში, დელეგაციის ხელმძღვანელებმა ჩანაწერი გააკეთეს მემორიალური ჩანაწერების წიგნში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close