საზოგადოება

იგორ დოლგოვი – ქართველი ხალხის საქმეა, მონახოს არა გერმანული ან ამერიკული, არამედ ქართული მოდელი

ქართველი ხალხის საქმეა, რომ მონახოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა.

​როგორც დოლგოვმა აღნიშნა, დიალოგი არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„ელჩები, დიპლომატები ველოდებით, რომ ხელი შევუწყოთ დიალოგს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გასაძლიერებლად, რათა საქართველო განვითარდეს. ამიტომ ყველა თქვენი მეგობარი და პარტნიორი ვართ დაინტერესებული განვითარების ამგვარი გზით“, – განაცხადა დოლგოვმა.

ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს ტვ 1.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close