პოლიტიკა

მარგველაშვილი: ოპოზიცია უფრო ორგანიზებული გახდა და თავისას მიაღწევს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ახლი უფრო მეტი შანსი აქვს მიზნის მისაღწევად, ვიდრე ოდესმე ჰქონდა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ოპოზიცია უფრო ორგანიზებული გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ და შეძლებს თავისას მიაღწიოს, განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

 „ვხედავ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ოპოზიციური სპექტრი. რამდენად ორგანიზებულად შეუძლია ერთ ოთახში მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის – სამართლიანი არჩევნებისთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი მთავარი პოლიტიკური მიზნის ირგვლივ გაერთიანება ოპოზიციას მიზნის მიღწევაში დაეხმარება. 

 „ორგანიზებული, კვალიფიციური ოპოზიცია ძალზე სერიოზულად მუშაობ და მე მჯერა, რომ ხელისუფლებაში მყოფები შეაფასებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან. აქედან გამომდინარე, დღეს, ხვალ ან ზეგ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: ჩვენ ვერ შევძლებთ შეურაცხმყოფელ ტყუილში ცხოვრებას, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმით დაიწყო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ხელისუფლებამ ზაფხულში პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული და არა შერეული სისტემით ჩატარდებოდა, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს – 73 სადეპუტატო მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, 73 კი იმ კონკრეტულ კაკდიდატებს შორის, რომლებმაც ერთმანდატიან ოლქებში საარჩევნო ხმების ნახევარი მოიპოვეს.

მმართველმა პარტიამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც საყოველთაოდ განიხილა, თუმცა ბოლო მომენტში „ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, მხარი არ დაეჭირათ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ქუჩაში გამოვიდა.

საპროტესტი აქციების ტალღა თბილისში, რომელიც 14 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა ჩააგო, დღემდე არ ცხრება და რეგიონებიც მოიცვა.

ნახეთ მეტი
Back to top button