სომხეთის და გვატემალას პარლამენტები ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ

სრ ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმა მიიღო გვატემალას რესპუბლიკის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ფელიპე ალეხოს ლორენზანას ხელმძღვანელობით.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ცნობით, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის იურიდიულ-სახელშეკრულებო ველის ფორმირებას. “აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვგეგმავთ ხელშეკრულების ხელმოწერას ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არა მხოლოდ სიმბოლური დოკუმენტი იქნება, არამედ ნამდვილად იქნება საფუძველი ურთიერთობების განვითარებისათვის”,-აღნიშნა არარატ მირზოიანმა, მნიშვნე;ლობა მიანიჭა რა საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობას.
ფელიპე ალეხოს ლორენზანამ აღნიშნა გვატემალასა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობა. მან ხაზი გაუსვა თანამშრომლობის რამდენიმე სფეროს, განსაკუთრებით განათლების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებს, შეეხო მის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მნიშვნელოვნად მიიჩნია გამოცდილების გაცვლა სომხეთთან.
არარატ მირზოიანმა შესთავაზა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მეგობრული ჯგუფების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას.