პოლიტიკა

ყარაბაღის კონფლიქტს არ შეიძლება ჰქონდეს სამხედრო გამოსავალი. მჯ განცხადება

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ბრატისლავაში ეუთოს მინისტერიალის კონფერენციის დასასრულს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან შუამდგომლობისთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ შედარებით სიმშვიდეს კონტაქტის ზოლთან და საერთაშორისო საზღვარზე.
ისინი მიესალმნენ კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად და ორივე ქვეყნის მოსახლეობის მშვიდობისთვის მოსამზადებლად. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ასევე მიესალმა ორი ქვეყნის ძალისხმევას ჰუმანიტარული ზომების განსახორციელებლად, ხაზი გაუსვა რა ჟურნალისტების ბოლოდროინდელ ვიზიტებს და 28 ივნისს დაპატიმრებულთა ერთდროულად განთავისუფლებას.
თანათავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით ვერ მოხერხდება და მხარეებს მოუწოდა ჩაერთონ შინაარსობრივ მოლაპარაკებებში, ხელოვნური შეფერხებების ან წინაპირობების გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button