საზოგადოება

აღინიშნა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

9 დეკემბერს, სომხეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა ეწვია წიწერაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს. ეს დღე აღინიშნება, როგორც გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო  დღე და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამ საზარელი დანაშაულის პრევენციის დღე.

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა,  პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა,  ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმა,  საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა  ყვავილებით შეამკეს მემორიალური კომპლექსი და  მარადიულ ცეცხლთან წუთიერი დულმილით პატივი მიაგეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close