მთავარისაზოგადოება

იუსტიციის სფეროში არის ნაბიჯები, რომლებშიც სომხეთი წინ უსწრებს საქართველოს: საქართველოს ვიცე-პრემიერი

მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებას ყველა სფეროში, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციულ  პარტნიორობას   სამართალდაცვის  სფეროში. ამის შესახებ სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის მესამე ფორუმის დროს, რომელიც ეხებოდა  ქვეყანაში განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს.

”სომხეთის მთავრობისთვის, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმები გადამწყვეტია, განსაკუთრებით რეფორმების შედეგების მიღწევის  თვალსაზრისით. ამ კონტექსტით, ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელ, კორუფციისგან თავისუფალ და ანგარიშვალდებულ სასამართლო სისტემის არსებობას  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ”- თქვა ტიგრან ავინიანმა.

ავინიანის თქმით, სომხეთის მთავრობის მიზანია  სასამართლო სისტემისადმი  საზოგადოების ნდობის ამაღლება. „ ეს მიზანი ნამდვილად მიღწეული იქნება.  სომხეთის და საქართველოს სასამართლო სისტემები  დგას ერთი და იგივე პრობლემების წინაშე. ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია  ერთობლივი დარგობრივი თანამშრომლობის გზით. სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია, საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებით ”, – თქვა ავინიანმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა   ქვეყნებმა  შესძლოს  გამოცდილების გაცვლა.

”ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან  წარმატებას  მიაღწია სასამართლო სისტემაში, გამორიცხა კორუპცია.  ამ გზით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ინსტიტუციურ დემოკრატიას. ჩვენ აქ ჩამოვედით, რომ ჩვენი გამოცდილება სომხეთს გავუზიაროთ. რა თქმა უნდა, სომხეთიდანაც მრავალი რამ უნდა ვისწავლოთ,  რადგან იუსტიციის სექტორში არის ნაბიჯები, სადაც სომხეთი წინ გვისწრებს ”- თქვა თეა წულუკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close