პოლიტიკა

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი დღეს ეუთოში გადაიგზავნება

ე. წ.  გერმანული მოდელი დღეს ეუთო/ოდირში გაიზავნება. ომბუდსმენი ორგანიზაციას სთხოვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილოს.

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც წევრ ქვეყნებს დემოკრატიის განვითარებაში ეხმარება, უნდა შეაფასოს, ეწინააღმდეგება თუ არა მოქმედ კონსტიტუციას გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შეთავაზებული ვარიანტი შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი ადეკვატური გამოსავალია.

“დარწმუნებული ვართ, დასკვნა იქნება დადებითი და ეს კანონპროექტი არის სრულიად შესაბამისი კონსტიტუციასთან. სამწუხაროდ, უმრავლესობამ ვერ გაბედა ვენეციის კომისიაში გაგზავნა,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი სრულად შესაბამისია კონსტიტუციასთან და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close