მთავარიპოლიტიკა

სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესი ასევე ნაბიჯია მისი თავიდან ასაცილებლად; მნაცაკანიანი

დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მონაწილეობდა გაეროს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
”სომხეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევაში, რომელიც  მიმართულია მომავალი გენოციდების თავიდან ასაცილებლად ზომების შემუშავებაში”, – განაცხადა მინისტრმა მნაცაკიანმა სიტყვით გამოსვლისას, იუწყებიან სსს-დან.

მინისტრის განმარტებით, დღეს, ექსტრემიზმის ზრდის, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის საერთაშორისო ვალდებულების დაქვეითების ეპოქაში, განათლება ამ და  კაცობრიობის წინაშე მდგარი სხვა სერიოზული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურად პირისპირ მდგარ საკითხებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გენოციდის პრევენციასაც.

”უარყოფა და დაუსჯელობა წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას პრევენციისთვის. უარყოფილი სამართლიანობა დევნის გენოციდს გადარჩენილთა შთამომავლობას და ხელს უშლის ნამდვილ შერიგებას. უარყოფასთან ბრძოლა ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. როგორც ერი, რომელიც გადაურჩა გენოციდს, ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს ვალდებულებას, “არასდროს განმეორდეს” დღის წესრიგის წინ წაწევის საკითხში . ამ კონტექსტში, სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესი არა მხოლოდ  სამართლიანობის აღიარებისკენ გადადგმული ჩვენი უშუალო ნაბიჯია, არამედ გენოციდის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს არის მესიჯი, რომ დაუსჯელობა არ იმუშავებს”,- აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button