ეკონომიკა

სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს შეუძლია იმუშაოს 2036 წლამდე; მინისტრი

სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს 2036 წლამდე ექსპლუატაციის პოტენციალი გააჩნია. ამის შესახებ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა.

”არ ვეთანხმები იმას, რომ ვიღაცასთან, მათ შორის ევროკავშირთან, შეთანხმება იყო რომ დაასრულონ სამუშაოები და 2026 წელს შეწყვიტონ ატომური სადგურის ექსპლუატაცია. ამჟამად, ელექტროსადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 2026 წლამდე, მაგრამ მუშაობა დაშვებულია 2036 წლამდე”,- აღნიშნა პაპიკიანმა.

მისი თქმით, სომხეთმა არა მხოლოდ უნდა უზრუნველყოს თავისთვის საკმარისი ენერგია, არამედ უნდა დარჩეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი. ამ დროისთვის, ატომური ელექტროსადგური უზრუნველყოფს ენერგიის 40 პროცენტს, მაგრამ თუ იგი გადავა სრულ სიმძლავრეზე, ამ მოცულობამ შეიძლება მიაღწიოს 50 პროცენტს.

ნახეთ მეტი
Back to top button