
2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაფინანსდება მხოლოდ ადგილობრივი წყაროებიდან, ამ მიზნით არ იქნება გამოყენებული სესხი. სომხეთს აქვს ისეთი ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც შეუძლია შიდა პრობლემების მოგვარება შიდა წყაროების საშუალებით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კარენ ბრუტიანმა განაცხადა “რადიოლთან” საუბარში.
როგორც მან განმარტა, მტავრობა არა თუ არ გამოიყენებს პრივილეგირებულ სესხებს არამედ მათ გამოიყენებს კონკრეტული მიზნებისათვის, ძირითადად კაპიტალ პრიგრამებისათვის. 2020 წელს მნიშვნელოვნად შეიცვლება სახელმწიფო დავალიანების მდგომარეობა. მისივე თქმით, სომხეთის სახელმწიფო ვალი მცირდება უფრო ჩქარა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.