საზოგადოება

​2020 ბიუჯეტის პროექტს გაზრდილი სოციალური ხარჯების მიუხედავად ოპოზიცია უარყოფითად აფასებს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასკვნით ფაზაში გადადის. საკითხზე მსჯელობას დეპუტატები დღეს სესიაზე აპირებენ.

ოპოზიცია პროექტს მიუღებლად მიიჩნევს იმ მოტივით, რომ ის ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებს ვერ პასუხობს და განხილვებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ უმრავლესობაში. მომავალი წლის ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

“საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა სესიაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვას, მომავალ წელს იზრდება პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერებისათვის, ხელფასებია გაზრდილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის, პოლიციელებისათვის და ჯარისკაცებისთვის,” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სოციალური ხარჯების ზრდის მიუხედავად ოპოზიციონერები პროცესს უარყოფითად აფასებენ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე, შიდა ვალის ზრდას უარყოფითად აფასებს.

“თუ ადრე ცხრაასი მილიონი იყო შიდა ვალი დღეს უკვე სამასი მილიონი დაუმატეს, რაც ძალიან ცუდია,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button