ანალიტიკა

ადამიანური განვითარების ინდექსში სომხეთმა წინსვლა დააფიქსირა და 81-ე ადგილი დაიკავა

2018 წლის მონაცემებით, სომხეთი კლასიფიცირდება ადამიანური განვითარების ინდექსის მაღალ  ცხრილში და გაეროს მიერ აღიარებულ 189 ქვეყანასა და გაეროს მიერ აღიარებულ ტერიტორიათა სიაში 81-ე ადგილზეა. “არმენპრეს”-ის გადმოცემით, 2019 წლის ადამიანური განვითარების ანგარიშის შედეგები ერევანში წარმოადგინა სომხეთში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა შომბი შარფმა.

1990 წლიდან 2018 წლამდე სომხეთის ადამიანური განვითარების ინდექსი გაიზარდა 0.633-დან 0.760-მდე, რაც შეადგენს 20 პროცენტით ზრდას.

2018 წლის ადამიანური განვითარების ინდექსის მსოფლიო რეიტინგში პირველ ხუთეულშია: ნორვეგია, შვეიცარია, ირლანდია, გერმანია და ჰონგ კონგი. ყველაზე ადამიანური განვითარების ინდექსით მინიმალური რეიტინგი აქვთ ბურუნდს, სამხრეთ სუდანს, ჩადს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და ნიგერს.

ნახეთ მეტი
Back to top button