ეკონომიკა

1.5 წელიწადში მთავრობამ ბიზნესს180 მილიარდ დრამის საბრუნავი სახსრები დაუბრუნა; ფაშინიანი

2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მთავრობას გადასახადის ზედმეტგადახდის ხაზით გადამხდელების  275 მილიარდი დრამი დავალიანება ჰქონდა. 2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ეს დავალიანება შეადგენს 95 მილიარდ დრამს, დღგ – ს მიმდინარე დავალიანებების და დებეტების ჩათვლით. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

”სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ ბიზნესს დაუბრუნა 180 მილიარდი დრამი საბრუნავი სახსრები. პროცესი გრძელდება, მათ შორის დღგ დებეტების დაბრუნების ფორმით”,- წერს ფაშინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button