ეკონომიკამთავარი

განიხილეს სომხეთ-აგბ-ს თანამშრომლობის საკითხები

სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (აგბ)   სომხეთის ოფისის ახლადდანიშნული დირექტორი პაულო სპანტიგატი, იტყობინება ვიცე-პრემიერის  ოფისი.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის თანამშრომლობა აგბ– სთან არის ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი. კერძოდ, მჰერ გრიგორიანმა  ყურადღება გაამახვილა ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს კაპიტალ ბაზრის განვითარებას და საჯარო-კერძო სექტორების  პარტნიორობას.

პაულო სპანტიგატიმ წარმოადგინა ამა წლის ნოემბრის თვეში აზიის განვითარების ბანკის  მიერ დამტკიცებული სომხეთთან პარტნიორობის 5 წლის სტრატეგია, შეეხო სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს და სომხეთში აგბ-ის შემდგომ საქმიანობას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ბიზნეს პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button