პოლიტიკა

„ეს ქიმიური შეტევაა” – პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომათა დარბაზში გავრცელებული მძაფრი სუნის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ზაფხულში პარლამენტზე შტურმის მცდელობა იყო, ახლა კი, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა განხორციელდა,, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

ხუთშაბათს პლენარული სხდომების დარბაზში მძაფრი სუნი გავრცელდა, რომლის წარმომავლობასაც ექსპერტიზა დაადგენს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა თითი ოპოზიციისკენ გაიშვირეს, რომლებიც დილიდან ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კენჭისყრის საკითხი ჩავარდეს.

„ის, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, ეს, სავარაუდოდ, არის ქიმიური თავდასხმა პარლამენტზე და პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროდ, ივნისში პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, დღეს ვნახეთ, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა. “, – განაცხადა თალაკვაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას. რამდენიმე ადამიანი მოიწამლა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ნაწილს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button