ზემო ლარსში სომხეთს ეყოლება საბაჟო ატაშე

ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სომხეთის რესპუბლიკას ეყოლება საბაჟო ატაშე.
ამ მიზნით მთავრობამ მიიღო რუსეთის ფედერაციაში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან არსებული საბაჟო ატაშეს სტატუსის და და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.
სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ანანიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაწყვეტს წამოჭრილ საკითხებს. ”საბაჟო ატაშე მოქმედებს რუსეთში სომხეთის საელჩოში. მას ექნება რფ-ში სრ დიპლომატიური სამსახურის ორგანოს მრჩევლის სტატუსი”,- აღნიშნა სრ საეხელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ.
პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაამატა: ”ამ პერიოდის განმავლობაში ზემო ლარსში სომხეთს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი კრიზისი ან გადაულახავი სიტუაციები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რუს და ქართველ პარტნიორებთან ძალიან კარგი სამუშაო ატმოსფერო გვაქვს და ძალზე ოპერატიულად ვმუშაობთ. საბაჟო ატაშეს სტატუსი დაეხმარება, რომ სომხეთის მთავრობის წევრები არ დაკავდნენ ყველა საკითხებით, რადგან ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები ზოგჯერ ამით ზარალდება”.
ატაშეს ნიშნავს და ათავისუფლებს სომხეთის მთავრობა.