პოლიტიკა

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ მოახდინა ევროკავშირსა და სომხეთს შორის შეთანხმების რატიფიკაცია

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ  მოახდინა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. ინფორმაციას ავრცელებს ნიდერლანდებში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტიგრან ბალაიანი. ”ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მოახდინა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია განხილვისა და კენჭისყრის გარეშე”, – აღნიშნავს ელჩი ბალაიანი.

წარმომადგენელთა პალატა არის ქვეყნის ორპალატიანი პარლამენტის ქვედა პალატა, მეორე კი – სენატია.

ნახეთ მეტი
Back to top button