საზოგადოება

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საპროცედურო კომიტეტის 11 წევრიდან 9 დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

საკითხს მოგვიანებით სესიაზე  უყრიან კენჭს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პროცედურა კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით წარიმართა.

“საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს გამოთხოვილი რეგლამენტის პროცედურების დაცვით განაჩენი და დოკუმენტაცია, რომელმაც უნდა დაადასტუროს ბატონი ნიკანორ მელიას მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც არის კანონიერ ძალაში. რაც გადამოწმდა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმ დათქმას, რომელიც გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციაში, რომ თუ პირი არის დამნაშავედ ცნობილი, სასამართლოს მიერ, მას უნდა შეუწყდეს დეპუტატის უფლებამოსილება,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაწავარიანი აცხადებს, რომ ტუკი ნიკა მელია გამართლდება, სიამოვნებით დაუჭერს მხარს მისთვის დეპუტატის მანდატის აღდგენას.

“დანაშაული ნებისმიერ დროს დანაშაულია და შურისძიება რომ ყოფილიყო, ცოტა სხვანაირი შურისძიებები გვახსოვს ჩვენ ნაციონალური მოძრაობისგან და ეს რაღაც შურისძიებას არ ჰგავს. თუ არ იქნება სწორი, ჩვენ კანონი გვიტოვებს შესაძლებლობას, რომ აღვუდგინოთ ნიკანორ მელიას დეპუტატობა. იმედია, მისი თანამოძმეები არ შემოყვანენ მანამდე, ვიდრე უმაღლესი ინსტანციის სასამართლო არ დამნთავრდება ახალ წევრს და ვიხილავთ ისევ ნიკანორ მელიას პარლამენტში. მე დიდი სიხარულით დავუჭერ მხარს აღდგენას, თუკი ის გამართლდება სასამართლოში”- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

თავად ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ პარლამენტის უმრავლესობა მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს.

მელიას თქმით, “ქართული ოცნება” ამ ხერხით პარლამენტიდან მის ჩამოშორებას გეგმავს. მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას არ ეთანხმებიან დამოუკიდებელი დეპუტატები. მათი აზრით, საჭიროა სასამართლოს ზედა ინსტანციებმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში საკითხის განხილვა მათ რეგლამენტი ავალდებულებს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირა აკაკი ზოიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. ზოიძემ უმრავლესობისა და პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button