პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან ისაუბრა თანამშრომლობის დღის წესრიგზე

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. შეხვედრას ესწრებოდა მსოფლიო ბანკის სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი სილვი ბუსუთღო.
პრემიერ მინისტრის აპარატის ცნობით, პრემიერ მინისტრმა მაღალი შეფასება მიანიჭა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ჩარჩო სრულად შეესაბამება სომხეთის მთავრობის პრიორიტეტებს და ქვეყნის განვითარების ხედვას. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2019 წელს სომხეთის ეკონომიკაში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა და მიღწევები, რაზეც მოწმობენ აღნიშნული მაჩვენებლები, და ეს ქმნის კარგ წინაპირობებს უფრო დიდი იმპულსითა და თანმიმდევრულობით რეფორმების გასაგრძელებლად.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე ერთობლივი პროექტების შესახებ და ისაუბრეს პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე. კერძოდ, ისინი შეეხნენ თანამშრომლობის შესაძლებლობებს ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული პროგრამების, ტურიზმის, ტექნოლოგიების, ინოვაციების, ციფრირების, სატრანსპორტო სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარების, სასამართლო, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში რეფორმის განხორციელების მიმართულებით.