საზოგადოება

სამართალდამცველებმა პარლამენტთან კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

interpressnews.ge პარლამენტის უკანა შესასავლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც ჟურნალისტებს „ლელოს“ წევრებმა განუცხადეს, მათთვისაც უცნობია, თუ რა მიზეზით აკავებენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს.

მათივე თქმით, „ლელოს“ წევრები პარლამენტში შესვლას და კომიტეტზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

დაკავებულთა შორის არიან “ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური.

ნახეთ მეტი
Back to top button