პოლიტიკა

აშშ-ს სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება სამართლიანობისა და ჭეშმარიტების გამარჯვებაა. ფაშინიანი

აშშ-ს სენატის დადგენილება, რომელიც აღიარებს და გმობს სომეხთა გენოციდს, სამართლიანობისა და ჭეშმარიტების გამარჯვებაა. სწორედ ამის შესახებ დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ის თავის მიკრობლოგში. თავისი და მსოფლიოში გაბნეულ სომეხთა სახელით მან მადლობა გადაუხადა სენატს რეზოლუციის მიღებისთვის.
”აშშ-ის სენატის 150-ე რეზოლუციის მიღება არის სამართლიანობისა და ჭეშმარიტების გამარჯვება. მსოფლიოს ყველა სომეხის და ჩემი სახელით, მადლობას ვუხდი სენატს ამ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მიღებისთვის. ეს არის მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის 1,5 მილიონი მსხვერპლის ხსოვნისადმი პატივის მიგება და გაბედული ნაბიჯი, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი სისასტიკე. ,,ამიერიდან არასოდეს”,- დაწერა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button