საზოგადოება

აზერბაიჯანის ორ მოქალაქეს თბილისში ჩადენილ მკვლელობაზე პეტერბურგში გაასამართლებენ

დასრულდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება აზერბაიჯანის ორი მოქალაქის მიმართ, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედებათ ბრალად, ნათქვამია სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოს განცხადებაში.

როგორც „სპუტნიკი- საქართველო“ გვაცნობებს, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები გასამრჯელოს სანაცვლოდ უცნობმა პირმა საქართველოში მცხოვრები 42 წლის აზერბაიჯანის მკვიდრის მოსაკლავად დაიქირავა.

„2017 წლის აგვისტო-სექტემბერში, თანამზრახველები აღნიშნულ მამაკაცს უთვალთვალებდნენ. 2017 წლის 11 სექტემბრის საღამოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანთან ახლოს თანამზრახველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მინიმუმ ცხრა გასროლა განახორციელეს გაჩერებული მანქანის საჭესთან მჯდომი დაზარალებულის მისამართით, რომელიც მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმის ფიგურანტებს ბრალად ედებათ მკვლელობა და იარაღის უკანონო ბრუნვა. სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნის დასამტკიცებლად არის გადაცემული.

ნახეთ მეტი
Back to top button