საზოგადოება

არმენ სარგსიანი მონაწილეობდა „დოჰა-ფორუმ“-ში

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი მონაწილეობდა  ყატარის სახელმწიფოში გამართულ ავტორიტეტულ  „დოჰა-ფორუმ“-ში, სადაც ის იმყოფებოდა  ემირ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის მიწვევით.  პრეზიდენტი არმენ სარგსიანი სიტყვით გამოვიდა  ფრუმის პლენარულ სხდომაზე. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სრ პრეზიდენტის აპარატი.

წლევანდელი ფორუმი ჩატარდა დევიზით   “მმართველობის ახლებურად გააზრება მრავალპოლუსიან  მსოფლიოში“. ის    ეძღვნებოდა   სწრაფად  ცვლილებად მსოფლიოში მართვის თანამედროვე მეთოდებს.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი სარგსიანი შეეხო გლობალური განვითარების ტენდენციებს და აღნიშნა, რომ მომავალი არ იქნება დაფუძნებული ბუნებრივ  რესურსებზე,  არამედ  დაფუძნდება განათლებაზე,  ხელოვნური ინტელექტზე, მონაცემთა ახალ  მენეჯმენტზე  და ტექნოლოგიებზე.

სომხეთზე  საუბრისას,   პრეზიდენტ სარგსიანმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უპირატესობა ამ მხრივ. „სომხეთის უპირატესობა არამარტო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობადა ათსწლეულოვანი ისტორიაა, არამედ , არამედ ის ფაქტი, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ განათლებას, მეცნიერებას და ტექნოლოგიას. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, მაგალითად, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის შექმნით, რომელსაც ახლა ექსპორტირებას ვუკეთებთ  ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი“, – თქვა არმენ სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button