მთავარიპოლიტიკა

განხილული იქნა სომხეთისა და ყატარის ბიზნეს ასოციაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი,  რომელიც სამუშაო ვიზიტით ყატარში იმყოფება, დოჰაში შეხვდა ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელ იჰსან ვალიდ აჰლიამს.

მხარეებმა განიხილეს სომხეთისა და ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თანამშრომლობის,  ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებისა  და ინტერესის სფეროებში ინვესტიციების შესაძლებლობები. პერსპექტიულ დარგთა შორის დასახელდა  მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროები, სურსათის წარმოება და მომარაგება, ტურიზმი და მრავალი სხვა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთ ვიზიტების გააქტიურებას.

ნახეთ მეტი
Back to top button