რუსტამ ბადასიანმა წარმოადგინა სომხეთის ანტიკორუფციული პროგრამა

იუსტიციის მინისტრი რუსტამ ბადასიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის მე -8 სესიაზე (UNCAC) არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დედაქალაქ აბუ დაბიში ვიზიტის დროს. ამის შესახებიტყობინება იუსტიციის სამინისტრო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მე -7 სესიის შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სომხეთმა მოახდინა პოლიტიკური და ინსტიტუციური გადასვლა დემოკრატიაზე, განსაკუთრებით სხვადასხვა დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საქმეში. ამ კონტექსტში, რუსტამ ბადასიანმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი მთავრობის საქმიანობა მიმართულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, კანონის უზენაესობისაკენ და მდგრადი საზოგადოების მშენებლობისაკენ.
მინისტრმა, კონკრეტულად ილაპარაკა იმ მეთოდებზე და საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. წარმოადგინა 2018 წელს, კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკური მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით ის გაიზარდა 60 %-ით. გარდა ამისა განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა კორუპციის პრევენციის კომისიის შექმნა, გაფართოებული დეკლარაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე; ანტიკორუფციული განათლების პროგრამების შემუშავება და სხვა.