ეკონომიკა

სომხეთის სამოქალაქო ავიაციაში განიხილავენ ახალი ბიუჯეტური ავიაკომპანიების შემოყვანის შესაძლებლობებს

სომხეთის სამოქალაქო ავიაცია განიხილავს  უახლოეს მომავალში ახალი ბიუჯეტური  ავიაკომპანიების შემოყვანის საკითხს.  ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის  სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ტათევიკ რევაზიანმა.

„ამჟამად დისკუსიები გვაქვს  სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ არ ვაპირებთ შვზღუდოთ Wizz Air და Ryanair-ის უფლებები, უბრალოდ გვსურს  დიდი კონკურენცია გვქონდეს ჩვენს ბაზარზე. ამ პროცესს დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთება, რაც შეიძლება მალე. ”- თქვა ტათევიკ რევაზიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button