პოლიტიკა

სომხეთს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა: ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერევანში საელჩოს გახსნის შესახებ

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა სომხეთში საელჩოს გახსნის დასაბუთება. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა ნიდერლანდებში სომხეთის ელჩმა ტიგრან ბალაიანმა.

”სომხეთი მდებარეობს რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის, ამიტომ მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ე.წ ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, 2018 წლის აპრილში, ახალი მთავრობა ქვეყნის მოდერნიზაციას ახორციელებს და კორუფციას ებრძვის. ნიდერლანდებს შეუძლიათ ამ პროცესში მხარდაჭერა აღმოუჩინონ მას. ამ დროისათვის სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ნიდერლანდებს არ აქვთ საელჩო. წარმომადგენელთა პალატას სურს გახსნას საელჩო ერევანშიც”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button