საზოგადოება
წლის ბოლო პლენარული სხდომა – 20 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის ემზადება

ოპოზიციის გეგმები კვლავ უცვლელია. ისინი აქციების გაგრძელებასა და საკუთარი მოთხოვნების შესრულებამდე ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.
როგორც ცნობილია, 20 დეკემბერს საშემოდგომო სესიის ბოლო, რიგგარეშე სხდომა გაიმართება და ხელისუფლების ოპონენტებიც საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისთვის ემზადებიან.
“პროტესტი როგორც მიმდინარეობდა, ისე გაგრძელდება. მივმართავთ კანონმდებლობის ფარგლებში ყველა ინსტრუმენტს, რომ საქართველოს მოქალაქის აზრი გამოვხატოთ. აუცილებლად გაგრძელდება პარლამენტის პიკეტიერებაც,” – აღნიშნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.
როგორც მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, დემონსტრაციები რეგიონებშიც გაგრძელდება.
ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „რუსთავი 2“.