ეკონომიკა
Qatar Airways-თან განხილულ იქნა სომხეთის, როგორც სატრანზიტო ფრენების განხორციელების მიმართულებად მოაზრების შესაძლებლობა

კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი დოჰაში შეხვდა Qatar Airways- ის აღმასრულებელ დირექტორს აქბარ ალ ბაკერს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სრ პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთთან კომპანიის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. მიესალმა რა Qatar Airways- ის მხრივ ორ მეგობარ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო კომუნიკაციას და წარმატებულ საქმიანობას, პრეზიდენტმა სარგსიანმა შესთავაზა განიხილონ ფრენების გაზრდის, ასევე სომხეთის, როგორც სატრანზიტო ფრენების განხორციელების მიმართულებად მოაზრების შესაძლებლობა. კომპანია Qatar Airways– ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა შეისწავლოს ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებები.