პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სომხეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა კანონს ,,სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელ პირთათვის სავიზო მოთხოვნის ორმხრივი გაუქმების შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ. ამის შესახებ იუწყება სრ პრეზიდენტის აპარატი.