ეკონომიკა

ტურიზმის განვითარების მიზნით, ყველა რეგიონში 20-22 პროექტი განხორციელდება

სრ პარლამენტის ეკონომიკური საკითხების ტურიზმის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრის, ჰრიფსიმე გრიგორიანის ხელმძღვანელობით,  ჩატარდა პროექტის “სომხეთის ტურიზმის განვითარების 2020-20-2030 წლების სტრატეგია” განხილვა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული ასამბლეის ვებგვერდი.

110 – გვერდიანი პროექტი ამჟამად დამუშავების პროცესშია და მთავრობას დასამტკიცებლად სავარაუდოდ, იანვარში   წარედგენება.

ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროექტი “სომხეთის ტურიზმის განვითარების 2020-2030 წლების სტრატეგია” შემუშავებულია შემდეგი 10 წლისთვის, ხოლო სამოქმედო გეგმა 5 წლისთვის. კერძოდ, დაგეგმილია 20-22 პროექტის განხორციელება სომხეთის ყველა რეგიონში, სექტორის განვითარების მიზნით. ტურიზმის კომიტეტი მუშაობს ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან, აქცენტი კეთდება ტურიზმის ცენტრების გარემოსა და გზების გაუმჯობესებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button