ეკონომიკამთავარი

დიასპორიისათვის მინიჭებული პრივილეგიების შედეგად სომხეთში გაიხსნა 45 ტექნოლოგიური კომპანია

როგორც  სომხეთის  მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ  არშაკიანი აღნიშნავს სომხეთში ხდება ნიჭიერი ადამიანების შემოსვლა. ამის შესახებ არშაკიანმა განაცხადა ყოველწლიურ პრეს- კონფერენციაზე.

„წელს დაახლოებით 230 ტექნოლოგიურმა სტარტაპმა შეიტანა განაცხადი საგადასახადო შეღავათებზე. ჯამში, დაახლოებით 1200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მას დადებითად მიაჩნია ის ფაქტი, რომ დიასპორელი ფიზიკური დაიურიდიული პირები მიმართავენ კომპანიის გახსნის მიზნით. დღეისათვის გახსნილია  დაახლოებით 45 კომპანია დიასპორელი სომხების მიერ.

საგადასახადო შეღავათების მიღებისათვის  განაცხადეს საფრანგეთიდან , აშშ-დან, რუსეთიდან , ნიდერლანდებიდან, ავსტრალიიდან, საქართველოდან  და სხვა  ქვეყნებიდან.. განმცხადებელი კომპანიები მოქმედებენ სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს  პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონიკა, მიკროელემენტები, ხელოვნური ინტელექტი და თუ სხვა.

სომხეთში ასევე გაიხსნა საერთაშორისო კომპანიების ახალი ოფისები.

ნახეთ მეტი
Back to top button