ეკონომიკასაზოგადოება

დილიჯანში დაიწყო ტექნოლოგიური სტარტაფების პროგრამა დიასპორისათვის

დილიჯანში დაიწყო  ტექნოლოგიური  სტარტაფების  პროგრამა დიასპორისათვის, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ სომხეთის  მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სამინისტრო და სომხური  დიასპორის უმაღლესი კომისრის ოფისი.როგორც  “არმენპრესი ” იუწყება,  პროგრამაში მსოფლიოს 17 ქვეყნიდან 47 ტექნიკური სტარტაპის 80 მონაწილე მონაწილეობს. ოთხდღიანი პროგრამის საუკეთესო   მონაწილეები მიიღებენ გრანტებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მათი სტარტაპისთვის. სომხეთის  დიასპორის საკითხთა კომისარმა ზარეჰ სინაიანმა აღნიშნა, რომ  პროექტს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი გააჩნია, ეს არის  ეკონომიკური ზრდა სტარტაპებისა და რეპატრიაციის საშუალებით.

ნახეთ მეტი
Back to top button