მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთში მიმდინარე რეფორმების გამო

16 დეკემბერს  ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის კომიტეტის მეორე სხდომა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (SAPP) ფარგლებში. სხდომისას განიხილეს შეთანხმების შესრულების პროცესი. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს სომხეთის დელეგაცია. შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალური დირექტორის მოადგილე ლუკ დევინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავეტ ადონცი.

შეთანხმებას მნიშვნელოვან როლი ეკისრება რეფორმების განხორციელებაში და ქვეყნის მოდერნიზაციაში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შესაბამისად.

ევროკავშირმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთის  რეფორმებში მიღწეული წარმატებების გამო. კერძოდ,სასამართლო და ანტიკორუფციული სტრატეგიების სფეროში. ევროკავშირის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია  სომხეთის მიერ გატარებული რეფორმების შემდგომი  გაგრძელება, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. როგორც სომხეთის რეფორმების მთავარი პარტნიორი, ევროკავშირმა მზაობა გამოთქვა უზრუნველყოს შემდგომი საექსპერტო და ფინანსური დახმარება რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში.

ნახეთ მეტი
Back to top button