მთავარი
მოწინააღმდეგემ დაარღვია ზავის რეჟიმი. სომხეთის მხარეზე დანაკარგები არ არის
გუშინ, დაახლოებით 22: 00-22: 30-ზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს იჯევან-ნოემბერიანის გზატკეცილისა და სოფელ კოტშის მიმართულებით. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის სპიკერმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ცნობა გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. სომხეთის შეიარაღებული ძალების პასუხის შემდეგ, მტერმა ცეცხლი შეწყვიტა. „სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მსხვერპლი არ მომხდარა“, – წერს არწრუნ ჰოვჰანნისიანი.