ეკონომიკა
სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის გამოყოფილ თანხას თითქმის გააორმაგებს

2019 წელს სახელმწიფომ თითქმის 1 მილიარდი დოლარი გამოუყო სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს სახსრების დაზოგვის ხარჯზე, ხოლო 2020 წლისთვის ის აპირებს გამოსაყოფი თანხის თითქმის გაორმაგებას. ამის შესახებსომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღემდე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაფინანსება ძირითადად სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საპროექტო სამუშაოებისთვის ხორციელდა. 2020 წლის ბიუჯეტი ასევე მოიცავს კაპიტალის ხარჯვის მუხლებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდება კომპლექსის არსებული შესაძლებლობების გაფართოება და ინვენსტიციების ჩადება.