კულტურამთავარი

გამოქვეყნდა რომანის „მუსას მთის 40 დღე“ ლატვიური თარგმანი

ლატვიაში   გამოიცა ფრანც ვერფელის რომანის „ მუსას მთის 40 დღე“ ლატვიური თარგმანი. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში სომხეთის  ელჩი ტიგრან მკრტჩიანი აქვეყნებს  Facebook- ის საკუთარ გვერდზე.

„ლატვიურმა გამოცემამ „იანის როუზემ“ გამოსცა  ფრანც  ვერფელის „მუსას მთის 40 დღე“ რომანის ლატვიური თარგმანი, რომლის მთარგმნელიცაა ილზე პაეგლე-მკრტჩიანი. წიგნს  წინ უძღვის მტარგმნელის  ვრცელი კოენტარი. გარდა ამისა წიგნისათვის შესავალი დაწერა ისრაელელმა პროფესორმა, გენოციდების მკვლევარმა  იაირ ორონმა. წიგნისათვის სპეციალური გარანტია გასცეს გენოციდების მკვლევარმა  ისრაელ ჩარნიმ (ისრაელი), ფრენკ ჩოკმა (კანადა) ლატვიის აკადემიის პრეზიდენტმა  ოიარს სპარიტისმა.

სპეციალურად ამ გამოცემისათვის სომხეთის გენოციდის მუზეუმმა და მისმა ყოფილმა დირექტორმა ჰაიკ დემოიანმა  წიგნის გამომცემლებს გადასცეს მუსას მთის გმირების ბრძოლის ამსახველი ფოტოები, რომლებიც დაიბეჭდნენ  წიგნში პირველად. ყოველივე ამის შედეგად მიღებული იქნა ამ წიგნის საუკეთესო თარგმანებიდან ერთ-ერთი აკადემიური ფუნდამენტალური გამოცემით“, – აღნიშნავს ელჩი მკრტჩიანი.

წიგნის თარგმნის ინციატორი და ხელშემწყობია სომხეთის საელჩო ლატვიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button