ეკონომიკა

სომხეთში წელს განახლდა 440 კილომეტრი გზა

2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, აშენდა და განახლდა 330 კილომეტრიანი ავტომაგისტრალი, ხოლო 110 კილომეტრი გზა  განახლდა სუბსიდიური პროგრამებით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩანაწერი გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, სადაც აღნიშნა, რომ წელს დაახლოებით 440 კილომეტრიანი გზა აშენდა.

„წელს, 330 კილომეტრზე მეტი   გზა გარემონტდა, ეს იმდენია რამდენიც  2013-17 წლებში ერთად აღებული. ესე იგი  ერთ წელიწადში ვიშრომეთ, რაც წინა 5 წლის განმავლობაში.

ხაზგასასმელია, რომ საგზაო რემონტის ღირებულება წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, თუ ერთი კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია 2014 წელს 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირდა, წელს მსგავსი მოცულობის  სამუშაო ბიუჯეტისთვის ორნახევარჯერ  იაფი დაჯდა  – დაახლოებით 80 მილიონი დრამი, – წერს პრემიერ მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button