ეკონომიკა

GSP + რეჟიმის პირობებში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი ხორციელდება გამარტივებული ვარიანტით

ევროკავშირის ,,შეღავათების გენერალიზებული და შევსებული  სისტემა“ (GSP +) პრივილეგირებული სავაჭრო რეჟიმით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი ახლა გამარტივებული ვარიანტით ხორციელდება, კერძოდ, 2018 წლის 1 იანვრიდან, სომხეთის რესპუბლიკაში შემოღებულ იქნა და მოქმედებს საქონლის წარმოშობის  სასერთიფიკატო ელექტრონული ,,რეგისტრირებული ექსპორტიორების სისტემა“ (REX):

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სისტემის დანერგვა ხელს უწყობს ევროკავშირის საექსპორტო პროცესის გამარტივებას და ექსპორტიორს საშუალებას აძლევს შეამციროს ხარჯები და დაზოგოს დრო.

ამ სისტემაში წელს რეგისტრირებულია 100 კომპანია, რომელიც ახდენს ნედლეულის, კონსერვების, ალკოჰოლური სასმელების, ტექსტილის პროდუქტების, ძვირფასი ქვების და ძვირფასეულობის და სომხური წარმოშობის სხვა პროდუქტების ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე.

ნახეთ მეტი
Back to top button