პოლიტიკა

არმან თათოიანი მოსკოვში თავმჯდომარეობდა ომბუდსმენების ევრაზიის ალიანსის ყოველწლიურ კონფერენციას

სომხეთის უფლებადამცველი არმან თათოიანი მოსკოვში ხელმძღვანელობდა  ომბუდსმენების ევრაზიის  ალიანსის ყოველწლიურ კონფერენციას. ინფორმაციას ავრცელებს ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისი.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს ომბუდსმენების ევრაზიის  ალიანსის ქვეყნებში მოქალაქეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, აღნიშნეს 2020 წლის მუშაობის მიმართულებები. კერძოდ, გათვალისწინებულია მოქალაქეების ერთობლივი მიღებების ორგანიზება, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, ალიანსის ქვეყნებში სწავლის მიმღებ სტუდენტთა უფლებების დაცვა და ა.შ.

შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შექმენან ალიანსის წევრთა საუკეთესო პრაქტიკის ელექტრონული ბაზა.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენების ევრაზიის  ალიანსი არის ადამიანის უფლებათა პირველი ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიაში მოქმედ ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს.

ნახეთ მეტი
Back to top button