დათმობა მაინც იქნება? ხელისუფლება და ოპოზიცია შესახვედრად ემზადება – მეოთხე რაუნდი

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება” საარჩევნო კოდექსში შესწორებები შეიმუშავა, რომელსაც ოპოზიცია მალე გაეცნობა
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” წარმომადგენლები და ოპოზიცია პარასკევს მოლაპარაებების მაგიდას მეოთხედ მიუსხდეიან. ამჯერად განხილვის თემა ხელისუფლების ახალი ინიციტივა იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ხოლო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო მუშაობაზე უარი განაცხადეს, უცხოელმა დეპუტატებმა შუამავლის ფუნქცია იკისრეს, რომ მხარეებმა დიალოგი აწარმოონ. აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, იმ დღეს, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდა საპარლამენტო არჩენების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
„პაკეტის შესახებ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ამაზე მსჯელობა გვექნება. ჩვენი პარტნიორების მოთხოვნაა კომპრომისებზე წასვლა და ვითარების სტაბილიზაცია იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას აქვს ეს მოთხოვნა”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს არ სჯერა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა.
„თუ საერთოდ მოიტანენ, მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც მათ გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს. არ ვამბობ ერთპარტიულსაც კი, ერთპიროვნული. დაველოდოთ, ხვალ ყველაფერს გეტყვით”, – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციაში ზოგიერთი მოლაპარაკებების ამ რაუნდს გადამწყვეტს უწოდებს.
„ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი ჩემთვის პირადად, რათა იანვრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო-ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, მასშტაბის და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი”, – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი ინიციატორი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ განხილვის ახალი თემა გაჩნდება.
„იმედი მაქვს, მოლაპარაკებებზე რაღაც ახალს ვიხილავთ. ეს იქნება აზრთა გაცვლისთვის კარგი საფუძველი. არ მივიჩნევ, რომ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი შედგა, თუმცა ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ წინ მივიწევთ”, – განაცხადა ჰარცელმა.
უფრო ადრე ოპოზიციამ, დათმობის სახით, ხელისუფლებას შესთავაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ შერეული სისტემით ჩატარება, მაგრამ მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში. ამ სისტემით პარტიას პარლამენტში იმდენი ადგილის აღება შეუძლია, რამდენიც მას პროპორციული სისტემით ერგება. ეს ე. წ. გერმანული მოდელია.