ეკონომიკამთავარი

დამტკიცებულია 2020-2030 წლის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია

აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა „2020-2030 წლის  სომხეთის  სოფლის მეურნეობის სექტორის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა. მომავალი ათი წლის  ხედვა მოიცავს სოფლის ინკლუზიურ  განვითარებას და კეთილდღეობას, სოფლის ახალგაზრდების დასაქმების უზრუნველყოფას, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციას, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მდგრად  გამოყენებას, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას და სურსათის უვნებლობის საუკეთესო სისტემის დანერგვას, მაღალი ღირებულების მქონე სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტს.  ყოველივე ამის შედეგად, დაგეგმილია ტრადიციული მცირე მასშტაბის წარმოებიდან გადასვლა თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებულ, მაღალი დამატებითი ღირებულების შემქმნელ, ბაზარზე ორიენტირებულ  სოფლის მეურნეობაზე.  მდგრადი განვითარების სტრატეგია დაფუძნებულია შვიდ პრინციპზე და ფოკუსირებულია ინკლუზიურ ზრდაზე, გენდერულ თანასწორობასა  და ინსტიტუციურ  მდგრადობაზე.  ეს პრინციპები გარდაიქმნებიან მიზნებად და შემდგომში მათგან გამომდინარე ღონისძიებებებად,  სადაც გათვალის წინებული იქნება  სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტეტები.

ნახეთ მეტი
Back to top button