პოლიტიკა

ევროკავშირმა 5.1 მილიონი ევრო გრანტი გამოყო სომხეთის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

სომხეთის რესპუბლიკამ და ევროპულმა საინვესტიციო ბანკმა ხელი მოაწერეს სამეზობლო ინვესტიციის პლატფორმის გრანტის შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყონ სომხეთის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროგრამის განხორციელებას. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს ევროკომისიას პროექტი დააფინანსოს 4.25 მილიონამდე ევროს საინვესტიციო გრანტის ოდენობით.

პროექტი ასევე მოიცავს ევროკომისიის მხრიდან დამატებით გრანტს ტექნიკურ დახმარებაზე 650 000 ევროს ეკვივალენტური თანხის ოდენობით და 200 000 ევროს ეკვივალენტურ საბიუჯეტო სუბსიდიას ევროკავშირის საკომუნიკაციო ღონისძიებებისთვის, კერძოდ, სომხეთში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button