ეკონომიკა

მჰერ გრიგორიანი მონაწილეობდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ეკონომიკური საბჭოს რეგულარულ სხდომაში

სრ ვიცე პრემიერ-მინისტრმა მჰერ გრიგორიანმა უხელმძღვანელა სანქტ – პეტერბურგში ევრაზიის ეკონომიკური კომისიის განმეორებით სხდომას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ვიცე პრემიერ-მინისტრის აპარატი.

მონაწილეებმა განიხილეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიდა ბაზარზე წვრ ქვეყნების მხრივ დაბრკოლებების აღმოფხვრის პროცესი.

დღის წესრიგში სხვა საკითხებს შორის იყო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. განიხილეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე გარკვეული პროდუქტების საბაჟო გადასახადების  და ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ეკონომიკური საბჭოს მონაწილეებმა ასევე განიხილეს ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button