საზოგადოება

სამომსახურო ელექტრო მანქანები სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის

უახლოეს მომავალში სომხეთის მთავრობა ელექტროძრავის მქონე მანქანების გამოყენებაზე გადავა.

,,არმენპრეს“-თან საუბრისას ამის შესახებ განაცხადა სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა და დასძინა, რომ პროექტი განხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დაფინანსებული გარემოსდაცვითი საგრანტო ფონდის საშუალებით.

”პროექტი ამ წლის ბოლოსთვის უნდა განხორციელებულიყო, თუ მოვასწრებდით  ყველა პროცედურას, მაგრამ გარკვეული ცვლილებები მოხდა. გლობალური ელექტრომობილების პროექტი მსვლელობაშია, რომელსაც მრავალი ქვეყანა ახორციელებს და ამ პროცესში ბევრია ჩამორჩენილი, რის გამოც წელს ვერ შევძელით ელექტრომობილებზე გადასვლა ”, – აღნიშნა გრიგორიანმა.

მისი თქმით, დამტკიცებულია მთავრობის წევრებისთვის ელექტრული ძრავით სამომსახურო მანქანების პროგრამა, თანხაც დამტკიცებულია, უბრალოდ პროცესუალურად მოგვიანებით მოხდება. გრიგორიანი ირწმუნებოდა, რომ მათმა სააგენტომ  შეთანხმებების მათი ნაწილი შეასრულა.

”ზოგადად, პროექტი დაახლოებით 700,000 აშშ დოლარს შეადგენს, და მისი ნაწილით შეძენილი იქნება მანქანები, მეორე ნაწილით კი საკანონმდებლო ანალიზი განხორციელდება”, – ხაზი გაუსვა სრ გარემოს დაცვის მინისტრმა.

სომხეთმა გლობალური გარემოს დაცვის ფონდს წარუდგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ მთავრობა გარემოსდაცვითი გრანტების წყალობით გადავა ელექტრომობილების გამოყენებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button