
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს ისეთი გაწონასწორებული ნაბიჯებით, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახური უფრო ეფექტური გახდეს. ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე.
”სომხეთის შიდა და გარე უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად მიმაჩნია. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა არის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური. შემიძლია აღვნიშნო, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა შეასრულა მის წინაშე დასმული ამოცანა. სომხეთი ისეთ რეგიონშია, სადაც სიტუაცია რთულია, ის მუდმივად გამწვავებულია და ჩვენ გვექნება გრძელვადიანი გამოწვევები უსაფრთხოების, საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების თვალსაზრისით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს, უახლესი მონაცემების თანახმად, სომხეთი მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაშია ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.