მთავარისპორტი

სომხეთში შეიქმნება სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის აკადემია

სომხეთში დაარსდება  სათხილამურო სპორტისა  და ტურიზმის აკადემია. ამის შესახებ სათხილამურო სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გაგიკ სარგსიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში.

„აკადემიას ორი მიმართულება ექნება: სათხილამურო ინსტრუქტორების მომზადება და ახალგაზრდა მოთხილამურეების წრთვნის სპეციალური პროგრამა. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ფედერაციასთან, რომ  მწვრთნელებმა ყოველწლიურად გაიარონ სპეციალური ტრენინგი და აიმაღლონ კვალიფიკაცია.   

მეორე  მიმართულებაა  ახალგაზრდა მოთხილამურეებისთვის შესაბამისი სასწავლო პირობების შექმნა და ახალგაზრდა მოთხილამურეების მომზადება.

აკადემიის ცენტრი იქნება აშოცქში,  სადაც უკვე მოქმედებს  ახლად აშენებული სათხილამურო ცენტრი.  აკადემია ხელს შეუწყობს აშოცქის   სათხილამურო და სნოუბორდის ცენტრად გადაქცევას.  მთავრობის მხარდაჭერით აშენდება  მცირე ზომის, 550 მეტრიანი საბაგირო გზა “-თქვა  გაგიკ სარგსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close